13:26 - 24 Aug, 2019
2018-07-07 14:06:10, 6064 ნახვა
თბილისში დაგეგმილ სამიტზე, რობოტი სოფია სიტყვით გამოვა

საქართველოში დაგეგმილ სამიტს, რობოტი სოფია დაესწრება და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საიტზეა გამოქვეყნებული. 

სოფია არის პირველი რობოტი, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. მოქალაქეობა მას საუდის არაბეთმა მიანიჭა. 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტი თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება. მასში მონაწილეობას 75 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. 

რობოტი სოფია აუდიტორიის წინაშე 18 ივლისს წარსდგება და მონაწილეობას მიიღებს სესიაში - „ინოვაციები საჯარო სერვისებში“. სესიის ერთ-ერთი განსახილველი თემა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი იქნება. 

ცნობისთვის, Hanson Robotics-მა სოფია 2015 წელს შექმნა. რობოტს შეუძლია სხვადასხვა თემებზე საუბარი, კითხვებზე პასუხი და სიტუაციის შესაბამისი ემოციების გამოხატვა. 








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics