09:09 - 22 Aug, 2019
2018-06-25 20:38:40, 2174 ნახვა
„მგონია, რომ ეს ადამიანები თავის ძველ სტილში მუშაობენ“ - მდინარაძე კაპანაძის ბრიფინგს ეხმაურება

„მგონია ასევე, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ასეთი რეკომენდაციების გაცემას აპირებენ, თავის ძველ სტილში მუშაობენ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

მდინარაძემ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ნაჩქარევი უწოდა უპასუხისმგებლო უწოდა.

„პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, ყველა კითხვაზე იქნა პასუხი გაცემული. რამდენად აკმაყოფილებს თუ არა ეს პასუხები ობიექტურ რეალობას, არის შეფასების საგანი. მგონი, რომ ნებისმიერი შეფასება, რომელიც ამ ეტაპზე, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანია გამოკითხული და ბევრი, მათ შორის მთავარი თვითმხილველი გამოკითხული არ არის ამ ამბის, არის უპასუხისმგებლობა ამ ეტაპზე. მე მგონია ასევე, რომ ეს ადამიანები, ვინც ასეთი რეკომენდაციების გაცემას აპირებენ დღეს, თავის ძველ სტილში მუშაობენ. ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები იყო ის უდიდესი შეცდომა, მათ შორის დანაშაულები, რომელსაც მოყვებოდა ხოლმე ადამიანების უკანონო დაპატიმრებები. მთავარია, რომ დღეს ჩვენ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა გამოვიტანოთ. ობიექტურად, მათ შორის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უნდა დავადგინოთ, რა არის სიმართლე. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ერთი მიმართულებით წაიყვანონ და გამოიყვანონ გარკვეული ტენდენციები, რაც ერთის მხრივ ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ამიტომ არის, რომ ისინი ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ახმოვანებენ. ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ სიმართლე და ნებისმიერი რეკომენდაცია იქნება ეს თუ გადაწყვეტილება, გამოვიტანოთ ამ სიმართლიდან გამომდინარე. კიდევ უფრო გასაკვირი ის გახლდათ, რომ დღეს მათ მიუხედავად იმისა, რომ 3 საათი ჰქონდათ, არც ერთი, გარდა ფარდულის ნაწილისა, კითხვა არ დაუსვამთ, რომელიც ადეკვატური და შესატყვისი იქნებოდა ზაზა სარალიძის მიერ გახმოვანებულ კითხვებზე. ეს კითხვები დავსვით ჩვენ და მივიღეთ გარკვეული პასუხები, რომელსაც ასევე სამომავლოდ სჭირდება შეფასება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს სერგი კაპანაძის ინიციატივას რეკომენდაციების შემუშავებასთან დაკავშირებით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია:

„ნებისმიერ რეკომენდაციას არც კი შევაფასებ დღეს. ამის შეფასება, დათანხმება ან არ დათანხმება, არის მომდევნო ეტაპის საქმე, რომელსაც როგორც მინიმუმ თვითმხილველების გამოკითხვის შემდეგ გადავწყვეტთ. დღეს ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და განცხადება. ჩვენ მოვუსმინეთ მხოლოდ ორ მხარეს და არ მოგვისმენია არც ერთი თვითმხილველის ახსნა-განმარტება. დღევანდელი მათი ბრიფინგი გასაკვირი ამიტომაც იყო, რომ ამ ადამიანების [ზვიად ფხაკაძისა და კახა სირაძის] გამოკითხვაც კი არა არის დასრულებული და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გარკვეული რეკომენდაციები გასცენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი გამოკითხვა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics