13:10 - 24 Jun, 2019
2018-06-15 18:58:33, 4411 ნახვა
ეროვნულ არქივში გამოფენა „ფოტოდღიურები. XX საუკუნის 90-იანები“ გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ფოტოდღიურები. XX საუკუნის 90-იანები" გაიხსნა.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ღონისძიების კურატორმა, კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გახსნეს.

ფოტოების გადაღების ისტორია თავად ავტორებმა - შახვალად აივაზოვმა, გიორგი ცაგარელმა და ივანე შლამოვმა გაიხსენეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული „საქინფორმის" ფოტოკოლექციისა და კერძო კოლექციების ექსპონატები, რომელიც 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისს ასახავს - სამოქალაქო პროეტესტებიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე; შეიარაღებული ამბოხიდან სამოქალაქო  და ტერიტორიულ ომებამდე. ფოტოების ავტორები არიან: შახვალად აივაზოვი, გიორგი ცაგარელი, სერგო ედიშერაშვილი, გიორგი შარაშენიძე, იური როსტი, იური მეჩითოვი, ბორის სოკოლოვი, გურამ მგალობლიშვილი, ირაკლი ჭოხონელიძე, ვლადიმერ ვალიშვილი, ივანე შლამოვი, ბონდო დადვაძე, ბოლდო დვალიშვილი და სხვები.  დღეს, როდესაც მეოთხედი საუკუნე გვაშორებს იმ პერიოდს, ფოტოებმა შეიძინეს განსაკუთრებული ისტორიული, ემოციური, ინფორმაციული მნიშვნელობა.

გამოფენის ორგანიზატორია "N&N სტუდია", საქართველოს ეროვნული არქივის მონაწილეობით. ფინანსური მხარდამჭერია თბილისის მუნიციპალიტეტი.

ექსპოზიცია 23 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე






2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება - საზოგადოების პროტესტის შედეგი
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics