13:47 - 24 Jun, 2019
2018-03-22 00:03:29, 2035 ნახვა
22 მარტის ანონსი

09:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოს პროკურატურის კონფერენცია - პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება ჩატარდება.

09:30 საათზე, რონდელის ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი და ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრი, ასევე აღნიშული პლატფრომის თანათავმჯდომარე, ანდრეი ადამჩიკი გახსნიან. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაესწრებიან.
მის.: რონდელის ფონდი, შიო ჩიტაძის 3
საკონტაქტო
პირი: მერი ბინიაშვილი 599 170013

09:30 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი საკრედიტო ხაზის - EU4Business-EBRD Credit Line-ის შედეგების შესახებ ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა გახსნიან.
საკონტაქტო: ნინა ცინცაძე - 599 555759

10:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: შარტავას N7

10:00 საათზე, კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება აქცია - „არ გადადო - აიცერი!“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და კლინიკის დირექტორი იაგო კალანდაძე. მის.: თბილისი, გორგასლის . N 93 (ყოფილი მე-4 სამშობიარო)
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

10:30 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი გახსნიან.
საკონტაქტო პირი: 591650500 სოფიო მაქაცარია

 

12:00 საათზე, „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ასოციაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ ჩაატარებენ შემეცნებით პროგრამას „გაზაფხულის კარნავალი“.
მის: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, . რუსთაველის გამზ.3

12:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
თემა: ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა სასამართლოში
საკონტაქტო
პირი სალომე კობალავა - 595 909 680

13:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართება საპარლამენტო და არა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფის სხდომა.
თემა: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და სტრასბურგის სასამართლოში შესატანი ერთობლივი სარჩელი.
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი 591 77 98 98

13:00 საათზე, „თბილისი მოლის“ მეორე სართულზე, მეწარმეობის ფესტივალი „მეწარმეთა სივრცე - 2018“ ოფიციალურად გაიხსნება.

18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოეში (უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მე-3 სართული) მოეწყობა გამოფენა „თურქული კულტურის ნაკვალევი“, რომელსაც თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრება.

20:00 საათზე, ფრანგი მწერალი, ქეთევან დავრიშევი მწერალთა სახლში შეხვედრას გამართავს.
მის.: საქართველოს მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის . 13




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე






2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება - საზოგადოების პროტესტის შედეგი
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics