07:08 - 20 Jul, 2019
2018-03-21 00:59:48, 2120 ნახვა
21 მარტის ანონსი

21 მარტს, 10:00 საათზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამართავს საგანგებო პრესკონფერენციას ორ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მაქაუტაძე ფიგურირებს.
მის.: კახიძის ქ. #15  საკონქატო პირი ლევან ქათამაძე - 577070500

21 მარტს, 10:30 საათზე, თბილისის მერიაში კომპანია „სი-ტი პარკის“ ადვოკატები ნათია წკეპლაძე და ალექსანდრე იოსელიანი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე განცხადებით მიმართავენ. 
მის.: შარტავას ქ. #7 საკონტაქტო პირი ლევან ტაბიძე - 577104042

21 მარტს, 10:30 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გახსნის. 
მის.: მერაბ კოსტავას ქ. #14 საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

21 მარტს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 
მის.: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

21 მარტს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

21 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მის.: უზნაძის ქ. № 52, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 

21 მარტს, 12:00 საათზე, ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ინოვაციების ქ. N7

21 მარტს, 15:00 საათზე, თბილისში ევროკავშირი ახალ საგარეო საინვესტიციო გეგმას წარადგენს. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ვიცე–პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა. სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ (Ballroom)
საკონტაქტო პირი გიორგი კონდრატიევი - 593 61 22 52 

21 მარტს, 15:00 საათზე, დავით როსტომაშვილის ცემის ფაქტზე მსჯავრდებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. საკონტაქტო ტელ.: 598555445

17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში გაიმართება ქალაქ თბილისსა და ქალაქ მინსკს შორის 2018-2020 წლების თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერის ცერემონია. დოკუმენტს ხელს მოაწერენ თბილისის მერი კახა კალაძე და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცი. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორობის განვითარებას ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტისა და საბინაო-კომუნალურ სფეროებში. 

მის: თავისუფლების 2 -თბილისის საკრებულო




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics