04:52 - 16 Jun, 2019
2018-03-07 22:44:32, 2194 ნახვა
8 მარტის ანონსი

09:00 საათზე, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევით ცენტრების მეცნიერების, სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
მის.: აკაკი წერეთლის გამზ. # 118 (ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონი)

10:00 საათზე, საქართველოში შვედეთის საელჩოს, ქართული ვიკიპედიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მსოფლიოს 50 ქვეყნის პარალელურად, ვიკიპედიის მომავალი ქალი რედაქტორებისთვის თბილისში სპეციალური ვორკშოპი (ედიტათონი) გაიმართება.
მის.: ჭოველიძის N7

10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიხსნება.

12:00 საათზე, თბილისის მერიის, პარასპორტის განვითარების ცენტრისა და თბილისის ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდება ტურნირები პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში - მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში და მშვილდოსნობაში. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
მისამართი: პარასპორტის განვითარების ცენტრი; ბელიაშვილის ქ. N5
ტელ.: 593 61 66 70 - თამარ საგანელიძე

14:00 საათზე,  საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მასპინძლობს გამოფენას - „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) გამოცდილება".
დღის წესრიგი
პრესრელიზი
მის.: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ცნობილი  ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას"  ახალგაზრდა მუსიკოსების  კონცერტი გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
მის.: მარჯანიშვილის 7, თიბისი გალერეა IV სართული

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics