13:24 - 24 Jun, 2019
2018-03-02 21:42:01, 2443 ნახვა
3 მარტის ანონსი

11:00 საათზე, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი და საკრებულოს წარმომადგენლები, დედაქალაქის მასშტაბით საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნების, მონიშნვების და შუქნიშნების) მდგომარეობის შესწავლის და შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, მონიტორინგის განხორციელებას დაიწყებენ.

მის.: შარტავას ქ. #7, თბილისის მერიის ავტოსადგომიდან
საკონტაქტო პირი მირიან ლებანიძე - 51 88 45 99

12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამართავს პრესკონფერენციას, სადაც გაასაჯაროებს კვლევას - „ხელისუფლების “პიარისთვის” საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია“.
მის.: დ. აღმაშენებლის #61, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თბილისის ოფისი.

12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით, პროექტის ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან'' ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება - “ქალები თბილისის ისტორიაში”. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან. 
მის.: თავისუფლების მოედანი #2

12:00 საათზე, ზესტაფონში, ქალთა კვირის ფარგლებში მოეწყობა მსვლელობა - საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად. მსვლელობა ზესტაფონის ცენტრში დაიწყება.

13:00 საათზე, ვერაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ადგილობრივები აქციას გამართავენ.

13:00 საათზე, თბილისი მერიოტში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამართავს სამუშაო შეხვედრას მართლმსაჯულების საკითხებს.

14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 
მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე 
და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 
სამედიცინო საზოგადოებასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების 
ხელმძღვანელებს შეხვდება. 
მისამართი: ზუგდიდი, ლაღიძის ქ. N2 (ტექნოპარკი)
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე






2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება - საზოგადოების პროტესტის შედეგი
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics