13:08 - 24 Jun, 2019
2018-03-01 21:20:10, 2155 ნახვა
2 მარტის ანონსი

2 მარტს, 12:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, აკადემიური წრეებიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები გაიმართება.
მის.: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 

2 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ფოთში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.  მის.: ფოთი, მალთაყვის დასახლება 
საკონტაქტო პირი დალი გოგოლაძე - 595 01 71 74 

2 მარტს, 12:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
(თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N532)

2 მარტს, 12:30 საათზე, დაბა აგარაში, კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლები საპროტესტო აქციას გამართავენ და ქარხნის ამუშავებას მოითხოვენ.

2 მარტს, 13:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ჯიქია სამუშაო შეხვედრას გამართავს მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, GMP ინსპექტორების შესარჩევი კონკურსის საკითხზე. მის.: წერეთლის გამზ. #144, ჯანდაცვის სამინისტრო
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 240 770

2 მარტს, 14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწვდის ინფორმაციას.მის.: ბათუმი, ნინოშვილის ქ.N35 (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 434-ე აუდიტორია)
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

2 მარტს, 18:00 საათზე, „თიბისი არტ გალერეაში“ გამოფენა „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე 1842/2018 “ გაიხსნება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვანების, გიორგი ინდუაშვილისა და საბა შენგელიას ნამუშევრები.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა (მე-3 სართული).




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე






2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება - საზოგადოების პროტესტის შედეგი
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics