13:08 - 24 Jun, 2019
2018-01-31 22:40:33, 2461 ნახვა
1 თებერვლის ანონსი

10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC-საქართველოს) 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის შედეგების პრეზენტაციას გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება მონაცემები საქართველოს მოსახლეობის საგარეო პოლიტიკური შეხედულებების შესახებ.
მის.: 26 მაისის მოედანი #1

11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ნდობის ჯგუფის წევრის ირაკლი აბესაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: თავდაცვის სფეროში არსებული მგომარეობა
მის.: ორთაჭალა, გულიას 1
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08 / თეონა ოთანაძე - 577 95 11 15

11:00 საათზე, თბილისის მერიასთან ატენის ქუჩის მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს.
მის.: შარტავას ქ. #7
საკონტაქტო პირი თათია დონაძე - 577 45 33 93

11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ის წინააღმდეგ, დაზარალებული მოქალაქეების სახელით, სარჩელს შეიტანს და აღნიშნული კომპანიის მონაწილეობით, საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების გამჭვირვალობისა და ტენდერების კვლევის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, #6.
საკონტაქტო პირი:  გიორგი ზოიძე, 599 291202

12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საზოგადოებას უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საკოლექციო მონეტას წარუდგენს.
მის.: საქართველოს ეროვნული ბანკი (სანაპიროს ქ. N2, მე-5 სართული)

12:00 საათზე, კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ (კუს ტბის გზა #1),  საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია 18-წლამდელ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოსa და კატალოგის პრეზენტაციას  გამართავს.

13:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
მის.: აკაკი გახოკიძის ქ. #11ა

14:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ადვოკატებს შეხვდება.
საკონტაქტო პირი: ვახტანგ კვიჟინაძე   577980314 

15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, „სოციალური მუშაობის შესახებ" კანონპროექტზე, კახეთის რეგიონის სოციალურ მუშაკებთან და მათ ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართება.
მის.: თელავი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისი

16:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
ტელ: (+995 32) 228-17-55.

16:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრთა შეკრება გაიმართება. შეხვედრას ბიზნესსექტორის 50-მდე წარმომადგენელი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრებიან.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7 (მეორე სართული, შეხვედრების ოთახი).

17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, გამოფენასთან დაკავშირებით, „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და მუზეუმის „კაზა ბუონაროტი“ დირექტორი ალესანდრო ჩეკი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე






2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება - საზოგადოების პროტესტის შედეგი
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics