07:08 - 20 Jul, 2019
2017-12-26 21:56:41, 3129 ნახვა
27 დეკემბრის ანონსი

27 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 
მის.: ინგოროყვას ქ. #7
 

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: რამიშვილის ქ. #6 

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს გახსნას დაესწრება.

27 დეკემბერს, 12:00 საათზე, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ ზაზა ხატიაშვილი თავმჯდომარის უფლებამოსილებას დავით ასათიანს ოფიციალურად გადასცემს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. 
მის.: ზუბალაშვილების ქ. #36, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“

27 დეკემბერს, 12:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
(თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221)

27 დეკემბერს, 13:00 საათზე, შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) პირების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
(თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული); თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

27 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
(თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი,B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

27 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის (თბილისი) შენობის წინ, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ბრიფინგს გამართავს და ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვების დაწყების თაობაზე განცხადებას გააკეთებს. 
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03

27 დეკემბერს, 15:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
(თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი , C კორპუსი, V სართული)

27 დეკემბერს, 15.00 საათზე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა ასოციაცია აკადემიკოს ეთერ ბოცვაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოს გამართავს.
მის.: 26 მაისის მოედანი #1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“
 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics