13:06 - 24 Jun, 2019
2017-11-29 23:19:34, 2255 ნახვა
30 ნოემბრის ანონსი

08:30 საათზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი და ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი დირექტორი გრეგ ალტონი დაესწრებიან.
მის: ვარდების მოედანი N1, სასტუმრო „რედისონი“
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

09:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში" ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ორგანიზებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შესახებ გაიმართება კონფერენცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კარელსონი გახსნიან.
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ზამთრის სეზონი, სეზონური ვირუსი და ინფექცია; რისკები და რეკომენდაციები.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 / საკონტაქტო ტელ.: 599726565

11:00 საათზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია; არსებული რეალობა და საფრთხეები.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო ტელ.: 599726565

12:00 საათზე, ჟურნალისტებისთვის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გახსნიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საქართვლეოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი.
თემა: „ევროკავშირის წვლილი საქართველოში კულტურის სფეროს განვითარებაში“. მის.: შ.დადიანის ქ. #2/1( საინფორმციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ)

14:00 საათზე, მედიის განვითარების ფონდი (MDF) მედიისთვის გამართავს პრეზენტაციას “მედია მუსლიმებზე და მუსლიმები მედიაზე”, სადაც წარმოდგენილი იქნება “მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებების და ინფორმაციის წყაროების კვლევა”, ასევე, მედია მონიტორინგისა და ფოკუს ჯგუფების შედეგები, რომელიც მედია გაშუქების მიმართ მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს ასახავს.
მის: ქობულეთის ქ. #34/36, მე-4 სართული

15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ეწვევიან და პროექტ „საქართველოს მატიანეს“ არქივის მასალებს დაათვალიერებენ.
მის.: დიღომი, ახმეტელის ქ. #10ა

16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის ყოფილი პრორექტორისა და პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდება.
მის: ვაჟა ფშაველას #33(თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, სადისერტაციო დარბაზი).

19:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული კოლექცია და ასევე, რესტავრირებული ნამუშევრები.
მის.: „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი, IV სართული.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე






2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება - საზოგადოების პროტესტის შედეგი
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics