03:06 - 18 Jun, 2019
2017-11-23 21:46:05, 2188 ნახვა
24 ნოემბრის ანონსი

24 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“.

24 ნოემბერს, 13:00 საათზე, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაუძღვება. 
მის.: თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

24 ნოემბერს, 14:00 საათზე, „თავისუფალი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში კახა კუკავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: 21 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია.
მის.: ონიაშვილის ქ. #80
საკონტაქტო ტელ.: 558 42 74 74 

24 ნოემბერს, 14:30 საათზე, ვერის სასაფლაოზე, ბუტა რობაქიძის მკვლელობის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, რობაქიძეების ოჯახის წევრები, "დემოკრატიის ინსტიტუტის", ასევე სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენელები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მკვლელობის საქმის გაყალბებაში მონაწილე მაგალჩინოსანთა დასჯას მოითხოვენ. 
საკონტაქტო პირი ლაშა ჩხარტიშვილი - 558 29 69 80

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics