13:26 - 24 Aug, 2019
2017-11-11 13:49:49, 7753 ნახვა
999-დოლარიანი iPhone X-ის ეკრანს კიდევ ერთი წუნი აღმოუჩინეს

iPhone X-ის მფლობელები სმარტფონის ეკრანზე ვერტიკალური მწვანე ზოლის გაჩენას უჩივიან. ზოლი ხმარების დროს ჩნდება და ის თვალით ადვილი შესამჩნევია. ინფორმაციას გამოცემა Mashable ავრცელებს.

ამ პრობლემას გადატვირთვა და სისტემის ხელახლა ჩაწერა არ შველის, სმარტფონის მფლობელების თქმით, ზოლი ტელეფონზე ფიზიკური დაზიანებების გარეშე ჩნდება.

Mashable-მ ამ პრობლემის შესახებ კომენტარისთვის "ეფლს" მიმართა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

კომპანია "ეფლმა" ცივ ამინდში iPhone X-ის სენსორის გათიშვის ფაქტი 10 ნოემბერს აღიარა, მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა და პრობლემის ოპერატიული სისტემის შემდეგ განახლებაში გადაჭრას შეპირდა. ოქტომბერშივე კომპანიამ iPhone X-ის მომხმარებლები გააფრთხილა, რომ სმარტფონის ეკრანმა შესაძლოა "ფერები ხანგრძლივი და ჭრელი სურათების თვალიერების შემდეგ დაკარგოს".

iPhone X 2017 წლის აგვისტოში წარადგინეს, მისი გაყიდვები 3 ნოემბერს დაიწყო, დღეს სმარტფონის ღირებულება 999$ შეადგენს...




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics