02:20 - 25 Aug, 2019
2017-09-22 18:35:27, 6316 ნახვა
Tesla ახალ ბიუჯეტურ ავტომობილს გამოუშვებს

ამერიკული კომპანია Tesla 2018 წლის ბოლომდე ახალ კროსოვერის ტიპის ავტომობილს Model Y-ს წარადგენს. სიახლე კომპანიის ფლაგმანის  Model X-ის ბიუჯეტურ ვერსიად მოიაზრება.

ახალ კროსოვერს "მიმინოს ფრთის" ტიპის კარის ჩამკეტი ექნება, მაგრამ გაზრდილ აკუმულატორს მომხმარებლების თხოვნების მიუხედავად არ მიიღებს. ახალი Model Y-ს აკუმულატორის ერთი სრული დატენვით, 450 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა ექნება.

Tesla Model Y ავტომატური მართვის მოდერნიზებულ სისტემას მიიღებს. ავტომობილს ავტოპილოტის სისტემა 8 ჩაშენებული კამერა და 12 ულტრაბგერითი სენსორი ექნება. ეს ყველაფერი ავტომობილს იმისათვის დასჭირდება, რომ გზებზე დაბრკოლებები წინასწარ "დაინახოს".

Tesla Model Y-ს გარე კონსტრუქციას სავარაუდოდ ალუმინისა და ფოლადის კომპოზიტური ლითონისგან დაამზადებენ. ახალ მანქანას 0-დან 100 კმ/სთ-ში აჩქარება 6 წამში შეეძლება.

ახალ მოდელს კომპანიაში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. სიახლის ფასი 35000$-38000$ იქნება. ავტომობილის მასიური გაყიდვების დაწყება 2019 წლის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics