13:21 - 24 Jun, 2019
2017-09-09 08:45:58, 2791 ნახვა
მეცნიერებმა „ვამპირების“ წარმოქმნის მიზეზი დაადგინეს

ონკოლოგიისა და სისხლის დაავადებების ცენტრის მკვლევარებმა დაადგინეს, თუ რომელი გენები წარმოქმნის პათოლოგიას, რომლის დროსაც პაციენტის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, - ამის შესახებ Sciencealert იუწყება.

როგორც მეცნიერები  ვარაუდობენ, პათოლოგიამ სახელწოდებით პორფირია, წარმოქმნა მითი ვამპირებზე.

კვლევის თანახმად აღნიშნული დარღვევა გენეტიკურია და მემკვიდრეობით გადაეცემა. ის ჰემოგლობინის დაშლის და გარკვეულ დარღვევებს იწვევს. მეცნიერების თქმით, დარღვევა შეიძლება მოხდეს როგორც ღვიძლში ასე ძვლის ტვინში, ან ორივესი ერთდროულად.

მკვლევარები ამბობენ, რომ სიმპტომების ცოდნის შემთხვევაში, აღნიშნული პათოლოგიის მკურნალობა პირველივე სტადიაზე არის შესაძლებელი. დარღვევის ძირითადი სიმპტომებია: პორფირინების არსებობა შარდში, კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, რასაც თან ახლავს ამ ორგანოს ქრონიკული ანთება, ცალკეული ნერვების ანთება, ფსიქიკური დარღვევები და მუცლის შეტევითი ტკივილები.

მეცნიერებს მაგალითად, ბრიტანელი მონარქი ჯორჯ მესამე მოჰყავთ, რომელსაც აღნიშნული პათოლოგია სჭირდა. მონარქი პერიოდულად მუცლის არეში ტკივილს განიცდიდა, იყო გამაღიზიანებელი და საბოლოო ჯამში ფსიქიკური დარღვევები ჰქონდა.

ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ დაბალი ჰემოგლობინის გამო, დაავადებული ადამიანის კანი იმაზე ბევრად თეთრია, ვიდრე ჯანსაღი ორგანიზმის მქონე პიროვნების. სწორედ ამიტომ, მკვლევარები აღნიშნულ პათოლოგიას ხშირად "ვამპირიზმს" უწოდებენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე






2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება - საზოგადოების პროტესტის შედეგი
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics