21:16 - 15 Sep, 2019
2017-08-25 13:23:35, 768 ნახვა
მთავრობის ადმინისტრაციასთან ბათუმში ნაცემი ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, გაიმართა ბათუმში ნაცემი ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია. 

ცნობისთვის, 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი დააკავეს. მათ მოსანახულებლად სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე იმყოფებოდა. ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულებს ერთი შეხედვით დათვალიერებისას გარკვეული ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ. მისივე თქმით, სახეზე დაზიანებები, ასევე სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები და ნაკაწრები აქვთ. აპარატი ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან პროცესუალურ დარღვევას. დაკავებულების სხეულზე ძალადობის კვალს საია-ც ადასტურებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია






პროკურატურა მელიას ვერ იმორჩილებს
დღეიდან, ჟურნალისტები მთავრობის სხდომის წინ პრემიერს კითხვებს ვეღარ დაუსვამენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics