00:03 - 22 Aug, 2019
2015-03-30 17:13:08, 470 ნახვა
დავით ჯიქია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებისთვის მუშაობა კომფორტული იყოს

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებისთვის მუშაობა კომფორტული იყოს",-ამის შესახებ რუსთავის მერმა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით ჯიქიამ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის მერი დავით ნარმანია და რუსთავის მერი დავით ჯიქია ამწუთებში  აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებსა და გამგებლებს ხვდებიან.
შეხვედრის მონაწილეები თვითმმართველობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
"პრემიერთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო გარკვეული საკითხების განხილვა,  რაც ზოგადად თვითმმართველობებს აწუხებს. პირველი შეხვედრა გასულ კვირას ქუთაისში- დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გაიმართა. გავერკვიეთ სიტუაციაში, რა პრობლემებია ქალაქებში, რა საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება დასჭირდეს მუნიციპალიტეტებს, რათა მოხდეს რაღაც საკითხების მორგება. აქედან გამომდინარე, პირველ შეხვედრაზე გამოიკვეთა არსებული პრობლემები,  რის შემდეგაც მოხდება მათი დამუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა. დღეს ანალოგიურ შეხვედრას ვმართავთ აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და მერებთან, შევისწავლით თითოეულ პრობლემას, დავამუშავებთ, რის შემდეგაც მას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ ეკონომიკის განვითარების სამინისტროს, მას შემდეგ კი, პარლამენტს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მუნიციპალიტეტებს კომფორტლი მუშაობის საშუალება მიეცეთ",-განაცხადა დავით ჯიქიამ.
მისივე თქმით, უნდა მოხდეს შუალობითი სისტემის შემუშავება, რომლის მიხედვითაც,  მუნიციპალიტეტებს  საშუალება მიეცემათ,  გრანტები ბოლომდე აითვისონ.
"ქალაქ რუსთავის მაგალითზე ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტი გამოირჩევა გრანტების მოპოვებით, თუმცა მათი ათვისება-გამოყნება პრობლემა ხდება, რადგან უცხოური კომპანიები ითხოვენ საკუთარ სტანდარტებს, რასაც ქართული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება.შესაბამისად, აქ უნა მოხდეს რაღაც შუალობითი სისტემის შემუშავება, რომლის მიხედვითაც,  მუნიციპალიტეტები გრანტების ბოლომდე ათვისება-გამოყენებას შეძლებენ",-აღნიშნა დავით ჯიქიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics