03:39 - 19 Nov, 2019
2016-09-28 13:33:54, 629 ნახვა
კახი კახიშვილი: გამჭვირვალე რეჟიმში მუშაობისთვის მუდმივად მზად ვართ

ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა  დღეს საქართველოში ყველაზე ღია საჯარო დაწესებულების  დაჯილდოების ცერემონია გამართა.

IDFI-ის სიგელი  ყველა იმ  უწყებას გადაეცა, რომელმაც საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის  100%-იანი  მაჩვენებელი აჩვენა. სულ 55 საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდა, მათ შორის  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  და პრობაციის ეროვნული სააგენტო.

მინისტრ კახი კახიშვილის განცხადებით, გამჭვირვალე რეჟიმში მუშაობისთვის მუდმივად მზად არიან:

"პირველად ჩვენ დავჯილდოვდით, როგორც 100%-ით ყველაზე გამჭვირვალე უწყება და ჩვენთან ერთად ასევე დაჯილდოვდა ჩვენივე  ერთ-ერთი დანაყოფი, პრობაციის ეროვნული სააგენტო.  ასე რომ, ჩვენ მუდმივად მზად ვართ, გამჭვირვალე რეჟიმში მუშაობისთვის, რადგან საზოგადოებამ ნამდვილად უნდა მიიღოს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც გააჩნიათ",-აღნიშნა კახი კახიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics