03:37 - 19 Nov, 2019
2016-09-28 10:03:55, 653 ნახვა
IDFI: საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, 2010 წელთან შედარებით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

ინფორმაციის  თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“  მხარდაჭერით, საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების  დაჯილდოების  ცერემონიალს  გამართავს.

უკვე ცნობილია, რომ 2016 წელს  IDFI-მ  294 საჯარო დაწესებულებისთვის გაგზავნილ 7,430 მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი მიიღო 4,458 განცხადებაზე. არასრულყოფილი პასუხი - 404 მოთხოვნაზე, უარი - 26 შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩა 1139 მოთხოვნა.

დღეს, ორგანიზაცია  ყველა იმ უწყებას დააჯილდოვებს, რომელმაც  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა.

სულ 55 საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდება,  მათ შორისაა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი,  საქართველოს პარლამენტის აპარატი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, უკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთა აპარატი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჭიათურის საკრებულო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

რაც შეეხება 2016 წლის ყველაზე დახურულ საჯარო  დაწესებულებას, ორგანიზაციის ცნობით, 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის დაწესებულებების რეკორდულად მაღალი რაოდენობა დასახელდა.

მათივე განმარტებით, წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა დასახელდა.

საბოლოო ჯამში, 2016 წელს IDFI-ის  მიერ მიღებული პასუხების რაოდენობამ  85% შეადგინა.

IDFI-ს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს დაკმაყოფილებული განცხადებების მაჩვენებელმა 86% შეადგინა. 2016 წელს IDFI-ს მიერ მიღებული პასუხების რაოდენობა კვლავ შემცირდა და 85% შეადგინა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ხშირი  ცვლილების  მიუხედავად, 2010 წელთან შედარებით, დღესდღეობით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics