სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
11:37 - 25 May, 2019
2019-05-16 15:38:56, 191 ნახვა
ხულორდავა: ჩვენი ინტერესია, რომ 19 მაისს ყველას ქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა

 „პირველ რიგში, ჩვენ აქ ვართ გეგა შენგელიას საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად. ზუგდიდს ჰყავს ძალიან კარგი კანდიდატი, რომელიც ასევე ძალიან დადებითადაა მიღებული ზუგდიდში და მთელს მუნიციპალიტეტში საზოგადოების მხრიდან, იმ ხალხის მხრიდან, რომელმაც 19 მაისს უნდა გააკეთოს არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, იმიტომ რომ გვყავს მართლაც უალტერნატივო კანდიდატი...  ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ერთი, ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ყველას ქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად, მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა 19 მაისს. რა თქმა უნდა იქნებიან ადამიანები ვისაც ექნება განსხვავებული პოზიციები კანდიდატებთან დაკავშირებით, ამისთისაც ტარდება არჩევნები. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ შედეგებში და ჩვენი სურვილი არის ის, რომ ყველას ქონდეს თავისუფლად არჩევნებზე პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი, ასე რომ ჩვენი ინტერესი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ არის სტაბილური, მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. ის ძალა, რომელიც ასე ვთქვათ მანიპულაციებით და პროვოკაციებით ცდილობს, რომ წარმოაჩინოს სხვაგვარი სურათი და შექმნას დაძაბულობის კერები, ალბათ არ არის თავის ძალებში და შედეგებში დარწმუნებული და მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა მისი კანდიდატის თუ პარტიის წარმატების. მე ვფიქრობ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩვენი აქაური საზოგადოება, მოსახლეობა საკმაოდ გათვიცნობიერებულია, გარკვეულია აი ამ ტექნიკაში, რომელსაც პარტიები იყენებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ხულორდავა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics