10:21 - 24 Apr, 2019
2019-04-15 18:39:27, 409 ნახვა
საგარეო - ანსამბლ „გორდას“ წევრების ნაწილი საქართველოში დღეს დაბრუნდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელეში ანსამბლ „გორდას“ წევრების ნაწილი საქართველოში დღეს დაბრუნდება.

უწყების განმარტებით, საქართველოს კონსულს ისრაელში, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა.

„ისრაელში საქართველოს კონსულს მოქალაქეებთან, ბავშვებთან, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბავშვებისა და ორი მშობლის დღეს საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მათი ბილეთები შეძენილ იქნა ისრაელური მხარის მიერ. ჩვენი თხოვნით ჩართული იყო საქართველოს ავიახაზები. დღეს აირზენას რეისით 21:30 სთ-ზე გამოფრინდებიან საქართველოში. ოჯახის წევრები ინფორმირებული არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ "გორდა"-ს 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების თაობაზე. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics