10:34 - 19 Apr, 2019
2019-04-15 15:24:59, 233 ნახვა
მდინარაძე: ოპონენტების ნაწილი გაერთიანებული ძალებით იბრძოდა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომა არ ჩატარებულიყო

"რეგლამენტის მიხედვით, ვენეციის კომისიის შენიშვნების ასახვა შესაძლებელია როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპონენტების დიდი ნაწილი გაერთიანებული ძალებით იბრძოდა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომა არ ჩატარებულიყო.

"გულწრფელად მაინტერესებს ამ ორი კვირის ფაქტორის გამო ასეთი რა პიარ გეგმა ჩავარდა, რომ ასეთი ისტერია მივიღეთ მხოლოდ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. ვნახეთ, ჩვენი ოპონენტების დიდი ნაწილი გაერთიანებული ძალებით როგორ იბრძოდა დღეს არ ჩატარებულიყო დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომა. საზოგადოებას ვეტყვი, ვენეციის კომისიის შენიშვნების ასახვა რეგლამენტის მიხედვით შესაძლებელია როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე. პლენარული სხდომა არის 19-ში, ჩვენ კი, ხვალ ველოდებით ვენეციის კომიტეტის დასკვნას. ამაზე ასეთი ისტერია რომელი პოლიტიკური სუბიექტის მიზანს ემსახურებოდა ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება სხვადასხვა კრიტერიუმებს, მაინც მგონია, რომ არათანმიმდევრულია სამი თვის წინ ითხოვდე რაც შეიძლება მკაცრ ბარიერებს, კრიტერიუმებს და როგორც კი, ეს მოხდება შემდეგ ითხოვდე გამოცდა უნდა გაუქმდეს, კაზუსი არ უნდა დაწეროს, ტესტი არ უნდა ჩააბაროს მოსამართლეობის კანდიდატმა და ნებისმიერს შეეძლოს თავისი კანდიდატურის წარდგენა. ეს არის ელემენტალური არათანმიმდევრობა. ხვალ ან ზეგ, მას შემდეგ რაც გვექნება ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც კი მუხლობრივ, საგნობრივ კამათზე გადავდივართ ხოლმე, იქ რაციონალური წინადადებებიც გამოჩნდება, რაზეც შეიძლება მსჯელობა, კამათი პოზიციების შეჯერება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ხვალ ან ზეგ ვენეციის კომისიის დასკვნა გვექნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics