სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
11:44 - 25 May, 2019
2019-03-15 19:57:33, 2126 ნახვა
ბესელია - ოხანაშვილი მიმტკიცებდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აღსასრულებლად სავალდებულო არ არისო

„ძალიან უხერხულია რაც მოვისმინე და სურვილი მექნებოდა არასდროს არ მომესმინა განსაკუთრებით იურისტებისგან, რომ ისეთი „ორგანიზაციის“ პრაქტიკა და მოდელი, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლოო, რაში გვაინტერესებსო. ძალიან უხერხულია და ამის კრიტიკას აღარ გავაგრძელებ, ვისურვებ, რომ ცოტა სიღრმისეულად დავინახოთ, ვისწავლოთ რა არის სტრასბურგის სასამართლოს სპეციფიკა, როგორ აირჩევიან იქ მოსამართლეები და ასე შემდეგ. მახსოვს ანრისთან დაახლოებით 40 წუთი დამჭირდა პირველად რომ გავიცანი კამათი, მიმტკიცებდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულო არ არისო, რამაც მე პირველად გამაკვირვა მაშინ, ამის მერე აღარ მიკვირს რაღაცები. ეს ელემენტარულია, რასაც ყველა იურისტს ასწავლიან, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა აღსასრულებლად“. 

 

დეპუტატი ეკა ბესელია / პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics