20:49 - 26 Mar, 2019
2019-03-15 16:22:57, 286 ნახვა
მდინარაძე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისს აქვს ახალი შესაძლებლობა განვითარდეს გაცილებით უკეთ

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისს აქვს ახალი შესაძლებლობა განვითარდეს გაცილებით უკეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გენერალური გეგმა თბილისის და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული, რომლის მიხედვითაც 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება მწვანე სივრცეების რაოდენობა.

ხანგრძლივი და რთული მუშაობის შედეგად შემუშავდა იმგვარი გენერალური გეგმა, რომელიც ცალსახად სწორ მიმართულებას მისცემს დედაქალაქის განაშენიანებას. დროთა განმავლობაში ჩვენ მივიღებთ არა მხოლოდ სწორ სამშენებლო რეგულაციებს, არამედ ერთიანი იერსახის ფარგლებში განაშენიანებულ დედაქალაქს.

რა თქმა უნდა გენერალური გეგმა თბილისის და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული, რომლის მიხედვითაც 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება მწვანე სივრცეების რაოდენობა.

აქაც გაჩნდნენ ადამიანები, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებიც ტყუილებით ცდილობენ დააკნინონ ამ ამბის მნიშვნელობა, მაგრამ ერთია კომენტარი, თან ტყუილზე აგებული და მეორეა რა წერია დოკუმენტში, რომელიც დამატებითი და მძლავრი ბერკეტია, რომ ქალაქის მათ მიერ დამახინჯებული იერსახე თვისობრივად გამოსწორდეს.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics