20:46 - 26 Mar, 2019
2019-03-15 15:58:10, 283 ნახვა
შსს-მ ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტი გახსნეს - მხილებულია ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2001 წელს დაბადებული ა.ბ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 13 მარტს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილსა  და წერეთლის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო და სასურსათო მაღაზიებში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი მოიპარეს.

„ორივე არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics