13:34 - 22 May, 2019
2019-03-15 15:07:32, 1129 ნახვა
ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები გამოჩნდნენ

სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ცენტალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები გამოჩნდნენ.

არსებული ინფორმაციით, მათ ადგილზე ახალი მავთხულხლართები გაავლეს და ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზა დაიკავეს.

ამასთან, მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" ცნობით, შეიარაღებული პირები მოსახლეობის კუთვნილ ეზოებსა და ბაღებში არიან განთავსებული.

"ბლოკპოსტზე გვეუბნებიან, რომ ინფორმაცია ტყუილია, თუმცა ფაქტია, რომ სოფელ ხურვალეთში არ გვიშვებენ. ჩვენი წყაროა ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის დირექტორი, ქალბატონი ლუდა სალია, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას რომ ოკუპანტები მოსახლეობის კუთვნილ ეზოებსა და ბაღებში განთავსდნენ",- აცხადებენ მოძრაობის წევრები.

შეიარაღებული პირების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას გაავრცელებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics