12:58 - 22 May, 2019
2019-03-01 22:31:05, 2390 ნახვა
იაპონელებმა შექმნეს რობოტი, რომელიც ტაძარში ცხოვრობს და წირვას ატარებს -ექსპრესვიდეო

კიოტოში არსებული ტაძრის კოდაიძის ბერმთავრებმა ოსაკას რობოტმშენებლობის უნივერსიტეტს უცნაური თხოვნით მიმართეს, შეექმნათ ქალღმერთი ქანონის (მიტევების ქალღმერთი ბუდიზმში) გარეგნობის მქონე ანდროიდი-წერს The Telegraph.

რობოტის შექმნა უნივერსიტეტს 100 მილიონი იენა (დაახლოებით 1 000 000 $) დაუჯდა. ანდროიდმა პირველი წირვა კოდაიძის 400 წლიან ტაძარში თებერვლის თვეში უკვე აღავლინა. ტაძრის ადმინისტრაციის თქმით, რობოტის წირვებს რეგულარულ ხასიათი მიეცემა. ქანონის მარცხენა თვალში ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რაც მას აუდიტორიასთან ვიზუალური კონტაქტის დამყარებაში ეხმარება. აგრეთვე ცნობილია რობოტის გაბარიტები-ქანონის სიმაღლე 2 მეტრი და 2 სანტიმეტრია, ის 59 კილოგრამს იწონის. ანდროიდის "კანი" სილიკონისგან და პოლიმეტებისგან დამზადებული ელასტიური ნაზავია, მაგრამ ის მას დიდად არ სჭირდება, რადგანაც "კანით" რობოტის მხოლოდ ზედა ნაწილის უმეტესობაა დაფარული, ხოლო ქვედა ნაწილი მთლიანად მექანიკურია.

ცნობილია, რომ ქანონი წირვებს იაპონურ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე წაიკითხავს.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics