20:44 - 26 Mar, 2019
2019-02-24 15:00:28, 1972 ნახვა
ორი რუსთაველი ახალგაზრდა 9 თვის განმავლობაში ციხეში შესაძლოა უდანაშაულოდ ზის - მოკვლევა

9 თვის განმავლობაში არჩილ ანთიძე და გოდერძი მახარაშვილი წინასწარ პატიმრობაში შესაძლოა უდანაშაულოდ იყვნენ განწესებული. - როგორც "ექსპრესნიუსმა" გაარკვია, ორი რუსთაველი ახალგაზრდის წინააღმდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილის კატალიზატორის ქურდობის მცდელობის ფაქტი არ დასტურდება.
რუსთავში რუსთაველის 19 ნომერში, ბრალდებულის არჩილ ანთიძის საცხოვრებელ ბინასთან, რუსთავის პოლიციის მე - 2 განყოფილების თანამშრომლებმა, ანთიძე და მისი მეგობარი მახარაშვილი დააკავეს. როგორც მოგვიანებით ბრალის წარდგენისას გაირკვა, პოლიცია დაკავებულებს, ანთიძის ეზოშივე, მისი მეზობლის ავტომობილიდან, ე.წ კატალიზატორის მოპარვის მცდელობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე, ორივე ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 
არსებითი განხილვისას სასამართლოზე, მოწვეულმა მოწმემ, ავტოტექნიკოსმა დავით შარვაშიძემ სასამართლოს უთხრა, რომ ავტომობილი არ ყოფილა დაზიანებული და მოშვებული იყო, ორი ჭანჭიკი, რაც შესაძლოა ავტომობილის ძლიერ ჩარტყმას ან სხვა გარემოებას შეეძლო გამოეწვია. მოგვიანებით დაცვის მხარის მოთხოვნით, დაინიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ქანჩებზე და თავად ავტომობილზე, სამხარაულის საექსპერტიზო ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით, არცერთი ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდი შეთხვევის ადგილიდან არ ამოვიდა.  (რედ: დაქტილოსკოპია არის კრიმინალისტიკური მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის თითის ანაბეჭდის მიხედვით პიროვნების დადგენას. )
ამასთან არსებითი განხილვის დროს, ბრალდების მხარის მოთხოვნით ჩატარდა ოდოროლოგიური ექსპერტიზა 
სუნის კვლების აღმოსაჩენად, არც ამოღებულ ქანჩებზე, არც ავტომობილის ქვეშ და არც ავტომობილში ბრალდებულების სუნი არ იქნა აღმოჩენილი ( რედ: ოდროლოგია არის მეცნიერება სუნის შესახებ. ტერმინი უფრო ხშირად გამოიყენება კრიმინალურ მედიცინაში. გამოიყენება დანაშაულის ადგილზე სუნის აღმოსაჩენად და ლაბორატორიულად შესასწავლად) 
ამ ორი ექსპერტიზის შემდეგ, რითაც აშკარად დგინდება, რომ არჩილ ანთიძეს და გოდერძი მახარაშვილს შეხება არ ჰქონიათ, "ტოიოტას" ტიპის ავტომობილის ძარცვის მცდელობასთან, პროკურატურამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გენეტიკური ექსპერტიზა მოითხოვა.  ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ე.წ დანაშაულის ადგილას ბრალდებულების დეენემის კვალი არ აღმოჩნდა.

"ექსპრესნიუსმა" დაადგინა ისიც, რომ სასმართლოზე ბრალდების მხარეს, ჰყავდა მოწმედ სამი პოლიციელი, რომლებიც თითქოს ქურდობის მცდელობას შეესწრნენ, თუმცა სასამართლო პროცესებზე, სამივე პოლიციელის ჩვენება, არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რის გამოც ბრალდების მხარემ, ერთი პოლიციელი მოწედ აღარ გამოიყვანა.
პროკურატურა კვლავ ამტკიცებს, რომ საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, თუმცა არ პასუხობს კითხვას, რამდენად ობიექტურია ორი "თვითხმილველი" პოლიციელის ჩვენება და არის თუ არა საქმეში სხვა ობიექტური ან არადაინტსრესებული მოწმე - საქმის პროკურორი ხატია გოგრიჭიანი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნაა, ორივე ბრალდებულმა პასუხი აგოს, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან კატალიზატორის მოპარვის მცდელობის გამო.
"საგამოძიებო უწყებას აქვს მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და ყოველივე ამის საფუძველზე,  ჩვენი მოთხოვნაა მათი დამნაშავეთ ცნობა. " - განაცხადა გოგრიჭიანმა.
ანთიძის უფლებადამცველი შორენა ბაღაშვილი "ექსპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ  ბრალდების მხარის მტკიცება უსაფუძვლოა.
"არცერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ექსპერტიზის დასკვნით, არ დგინდება რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულის ჩადენის მცდელობასთან.  ექსპერტებმა სასამართლო პროცესზე განმარტეს, რომ არც სუნის და არც სხვა ნიმუშები ბრალდებულების ნიმუშებს არ დაემთხვა.  საქმეში არ გვაქვს თითის კვალი,  არც ავტომობილზე და არც პოლიციის მიერ საჭვო ვითარებაში ამოღებულ ქანჩებზე.  მათ შორის არც დეენემის და არც ანაბეჭდის კვალი" - აცხადებს შორენა ბაღაშვილი.
უფლებადამცველი ამბობს, რომ საღამოს როცა თითქოს დანაშაული უნდა მომხდარიყო, ანთიძე საკუთარი სახლის ეზოში ნამდვილად იმყოფებოდა.  გარდა ანთიძისა ეზოში მისი მეზობლებიც იყვნენ და ეზო განათებული იყო, რაც დანაშაულის ჩადენის მცდელობას თავისთავად გამორიცხავს.
აღნიშნული ბრალის გამო, ანთიძე და მახარაშვილი უკვე 9 თვეა წინასწარ პატიმრობაში არიან.  დაცვის მხარე რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბოლო სიტყვას ხვალ წაიკითხავს, მოსამართლემ განაჩენი შესაძლოა ხვალვე გამოიტანოს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics