20:04 - 17 Feb, 2019
2019-02-12 10:48:29, 779 ნახვა
პროკურატურამ ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოება”, - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გასული წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ინსულტის გამო  ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ დედამისი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პოლიტიკურ ზეწოლაზე ია კერზაია თავადაც საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics