06:36 - 19 Apr, 2019
2019-02-11 16:28:27, 731 ნახვა
ჯანეზაშვილი: შოუ ვერ შედგა - მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც დგას კლანის ინტერესებზე, სულს ღაფავს

 „მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც დგას, მხოლოდ და მხოლოდ, კლანის ინტერესებზე, ღაფავს სულს“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჯურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრებმა შოუ დადგეს, რომელიც ვერ შედგა.

„ეს ფორმატი, რომელიც დღეს შედგა, ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. მე მქონდა ერთადერთი ინფორმაცია ის, რომ იქნებოდა გასვლითი შეხვედრა და ნამდვილად არ მქონდა იმის შესახებ ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი დაესწრებოდა და არც ის ვიცოდი, რომ კითხვები იქნებოდა ჩემი მისამართით, რადგან მე არ ვარ კანონპროექტის ავტორი და მოსამართლეებს შეუძლიათ წავიდნენ და პარლამენტის წევრებს დაუსვან შეკითხვები. ამა თუ იმ აზრის გაზიარება არ ნიშნავს, რომ მე უნდა გავცე პასუხი მათ იმ საკითხებზე, რომელიც მე არ მომიმზადებია.

რაც შეხება დღევანდელ შეხვედრას, მიმაჩნია, რომ ეს შოუ ვერ შედგა, რომელიც მათ დაგეგმეს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი სხდომა დასტური იყო იმისა, რომ მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც დგას, მხოლოდ და მხოლოდ, კლანის ინტერესებზე, ღაფავს სულს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics