03:21 - 24 Feb, 2019
2019-02-11 16:19:29, 361 ნახვა
დოლიძე: ჩამოვიდნენ მოსამართლეები რეგიონებიდან, რათა მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ჯანეზაშვილისთვის

 

 „ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო მე და ნაზი ჯანეზაშვილისთვის“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ნაცლად, დრო არამოსამართლე წევრების კრიტიკას დაუთმეს.

„დღევანდელი შეხვედრა ყველაზე კარგი მაჩვენებელია, რამხელა ცვლილებები სჭირდება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას. დღეს ვიხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მცდელობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე, სახელმწიფოს უდიდესი რესურსის დახარჯვის ხარჯზე, აქ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, რათა მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის. ვიხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა ჩემსა და ნაზის მიმართ, ვიდრე რაიმე საქმიანი ან სამართლებრივი კითხვა, რომელიც პირველ რიგში, პარლამენტისკენ უნდა იყოს მიმართული. საბჭოს მხრიდან ამხანაგური სასამართლოს მოწყობის მცდელობა ყველაზე კარგი დასტურია იმისა, რომ ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას მართლაც სჭირდება სწრაფი და სერიოზული ცვლილებები“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics