06:35 - 19 Apr, 2019
2019-02-11 15:43:58, 727 ნახვა
შსს-მ თბილისში მომხდარი ქურდობის 3 და ქურდობის მცდელობის 1 ფაქტი გახსნა - დაკავებულია არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ს.ხ. დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ხ.-მ თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "სან-მარის" გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

დაკავებულს, ასევე, ბრალად ედება თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ფარდის სახლის“, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სანელებლების კუთხის“ და ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს „დისქავერ თრეველის“ გაქურდვა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics