06:36 - 19 Apr, 2019
2019-02-11 13:56:08, 535 ნახვა
გოცირიძე დაგროვებით პენსიაზე: გარანტია იმისა, რომ 20-30 წლის შემდეგ ეს თანხა უკან დაბრუნდება, არ არსებობს

 „გარანტია იმისა, რომ 20-30 წლის შემდეგ ეს თანხა უკან დაბრუნდება, არ არსებობს“, -  ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, დაგროვებითი პენსიის სისტემა გაუმართავია და ხარვეზებს შეიცავს.

„ყველაზე მთავარი ნაკლი არის ის, რომ ეს არ არის ნებაყოფლობითი. თავდაპირველად აუცილებელი იყო, შეჩვევისათვის, რომ ყოფილიყო ნებაყოფლობითი. მეორე - ის, რომ ადამიანებს არ აძლევს საშუალებას ფული განათავსოს კერძო, თუ სახელმწიფო ფონდებში, პირდაპირი არის მიბმული და ასეთი იძულებითი, ძალდატანებითი სქემის პირობებში არ არსებობს იმის საშუალება, რომ მისი ინვესტირება მოხდეს მომგებიანად და გარანტია იმისა, რომ მრავალი, 20-30 წლის შემდეგ ეს თანხა უკან დაბრუნდება, არ არსებობს. ფაქტია, რომ ეს საკითხი უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადაიზარდა და ერთ-ერთი მთავარი თემა არის ის, თუკი უმრავლესობა ჩააგდებს ერთ-ერთი დეპუტატის ინიციატივას, მაშინ ის ტოვებს უმრავლესობის რიგებს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics