03:42 - 24 Feb, 2019
2019-02-11 12:51:58, 420 ნახვა
კაპანაძე ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე: გაუგებარია ხელისუფლების აგონია - ეს ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობაა

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას ეხმარება და აცხადებს, რომ იმ "არანორმალური ქმედებით", რომელიც ხელისუფლებამ ლიეჟში ჩაიდინა, ქვეყნის რეპუტაციას ზიანი მიადგა.

კაპანაძის თქმით, მისთვის გაუგებარია ის აგონია, რომელშიც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრის გამო ჩავარდა.

"ის, რაც ლიეჟში ხდებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან იყო როგორღაც ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა. ნორმალური პრაქტიკა არის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ხვდება თავის მომხრეებს რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ სრულიად არანორმალურია,რომ, ქართული ოცნება ცდილობს ჩაშალოს ასეთი შეხვედრა,იქ თავის მომხრეების მიგზავნით, თავის პოლიტიკური გზავნილების დაფიქსირებით და აშკარად პროვოკაციის მცდელობით. ეს ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე მიყენებული ზიანი. სრულიად გაუგებარი ასეთი ტიპის აგონია“, - აღნიშნა კაპანაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics