06:36 - 19 Apr, 2019
2019-02-07 17:34:33, 1383 ნახვა
რუსმა ალქაჯებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მხარი დაუჭირეს და რიტუალი მიუძღვნეს [ვიდეო]

რუსმა ალქაჯებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მაგიური რიტუალი მიუძღვნეს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ალქაჯების შეხვედრა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შედგა. მათ "ძალის წრე" შეკრეს და ამ ფორმით გამოხატეს ქვეყნის ლიდერისადმი მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი რიტუალი, რომელიც ალქაჯებმა ვლადიმერ პუტინის მიუღვნეს. კრემლის ლიდერს მხარდაჭერა მათ 2 წლის წინაც გამოუცხადეს. 

როგორც ერთ-ერთმა მთავარმა ალქაჯმა ალიონა პოლინმა განაცხადა, რიტუალი ვლადიმერ პუტინის, რუსეთის მხარდასაჭერად და მთელი მსოფლიოს გასაუმჯობესებლად ჩატარდა. 

კიდევ ერთი ალქაჯის ირინას თქმით, ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა რთულია და მათ სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რიტუალი ჩაეტარებინათ. 

"გვინდა მხარი დავუჭიროთ ჩვენს პრეზიდენტს იმ ძალებით, რომელიც გაგვაჩნია. ის იბრძვის და მას უნდა ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყოს. ის ებრძვის ყველას, ვინც მას თავს ესხმის და ჩვენ გვინდა ეს ბოროტები დადუმდნენ", - განაცხადა ალქაჯმა. 

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

 








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics