11:39 - 21 Jan, 2019
2019-01-11 19:19:32, 699 ნახვა
ზურაბიშვილი ანა დოლიძეზე - ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი

 „მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე, იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის შესაძლო გაწვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე, იუსტიციის საბჭოდან მისთვის არავის მიუმართავს.

„ახალი მოსული ვარ. ვაკვირდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას. არ ვიცი, ხვალ იქნება ასეთი სიტუაცია თუ არა, მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics