11:43 - 21 Jan, 2019
2019-01-11 18:55:55, 495 ნახვა
ზურაბიშვილი: არ მგონია, დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან რაიმე ურთიერთობაში იყოს

 „არამგონია რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობები საქართველომ დასავლელ პარტნიორებთან უნდა შეათანხმოს.

„დღევანდელ დღეს და დღევანდელ პირობებში და სანამ მე არ დავინახავ რომ არის რაღაცა წინაპირობები იმისთვის, რომ გვქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები, დაარქვით დიალოგი თუ რაიმე ტიპის ახალი ურთიერთობა, ჩემი აზრით ვერ იქნება, თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ერთად. მე არამგონია, რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში, საწყის ურთიერთობაში, ისე რომ ეს არ იყოს თავის უახლოეს პარტნირებთან შეთანხმებული ბოლომდე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics