06:54 - 22 Mar, 2019
2019-01-11 18:04:39, 702 ნახვა
ზურაბიშვილი უკრაინის ავტოკეფალიაზე - თუ უკრაინის ეკლესიის საკითხზე საპატრიარქო ფრთხილობს, მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღების საკითხს ეხმაურება. 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საპატრიარქო საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ფრთხილობს. 

პრეზიდენტის თქმით, მან საქართველოს მაგალითის გათვალისწინებით იცის, რა მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, მილოცვისგან თავს შეიკავებს, რადგან აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც შეიძლება ამ მილოცვას მოჰყვეს. 

„მე მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და მგონი ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, კარგად გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს, ანუ ჩვენთან ეს იყო საწინდარი დამოუკიდებლობის. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის მილოცვა უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ბუნებრივი, მაგრამ დღეს გესაუბრებით, ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ვიცი და ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება ავიღო პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ, ყველამ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ყველაზე კარგად იცის ეს საქართველოს საპატრიარქომ და მე არ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics