06:33 - 22 Mar, 2019
2019-01-11 17:51:37, 839 ნახვა
ზურაბიშვილი მოსამართლეების სიაზე - როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია

„მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა არც ოპოზიციაში, არც პოზიციაში, ამიტომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც შეიძლებთ იცით“,  - ასე უპასუხა პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ დასმულ შეკითხვას.

ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ უფრო მაღალი ნდობა გაჩნდება.

„როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია. არც იმის მიმართ თუ როგორ უნდა შეიქმნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია. ერთადერთ რამ შემიძლია ვთქვა, რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ეს ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს. ამდენად, ეს მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მე შემიძლია მხოლოდ მივესალმო იმას, რომ რაც აღმოჩნდა საზოგადოებისთვის აჩქარებული პროცედურა, დღეს ეს პროცესი შეჩერებულია და გადატანილია სხვა ფორმატში. ვიმედოვნებ, რომ ეს ამ პროცესში ჩართულ მხარეებს მისცემს დროს იმისთვის, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები და ეს ყველაფერი ისე იყოს ჩატარებული, რომ ამ პროცესის შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics