11:49 - 21 Jan, 2019
2019-01-11 14:34:35, 602 ნახვა
სერგეენკო - „ტამიფლუ“-სთან დაკავშირებით ფინანსური ბარიერი, რომელიც საკმაოდ საგრძნობია, განულდება

ხვალიდან საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ანტი-ვირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ გაიცემა სახელმწიფო სუბსიდირებით, ანუ უფასოდ და ეს ფინანსური ბარიერი, რომელიც საკმაოდ საგრძნობი არის საერთოდ განულდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესში და მიუხედავად იმისა, რომ „ღორის გრიპის“ გაზრდის საშიშროება არ არსებობს, სახელმწიფომ აღნიშნულ ინიციატივაზე გადაწყვეტილება მიიღო.

„ბოლო კვირების განმავლობაში გრიპით გაზრდილი ავადობის შესახებ, ჩვენ პერიოდულად საქმის კურსში ვაყენებთ საზოგადოებას, დღესაც რამდენიმე სიახლის შესახებ გვინდა ვამცნოთ საზოგადოებას, საკუთრივ გაზრდილი ავადობის რაოდენობა მცირდება, თუმცა თვითონ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. არ მივდივართ ეპიდემიისკენ, პირიქით, კლებისკენ მივდივართ, თუმცა ძალიან საყურადღებო არის ის პაციენტები, ვისთანაც განვითარდა უკვე ვირუსის ეს სახეობა. მათ სჭირდებათ დროული, ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს სპეციალურ ანტივირუსულ პრეპარატს „ტამიფლუს“ რისკ-ჯგუფებზე, როგორიც არის ორსულები, მელოგინეები, ასაკოვანები, ბავშვები, სოციალურად დაუცველები და ქრონიკული დაავადების მქონეები. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში, ნათელი გახდა, რომ ამ მედიკამენტის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ თუ სხვა სახის ბარიერს შეადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე ინტენსიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, ჩვენ გუშინ გვიან ღამე გვქონდა ბოლო განხილვა დაავადების ამ მიმდინარეობაზე და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის შესრულებასაც ჩვენ ვიწყებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უკლებრივ ანტი-ვირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ გაიცეს სახელმწიფო სუბსიდირებით, ანუ მოქალქეებისათვის უფასოდ და ეს ფინანსური ბარიერი, რომელიც საკმაოდ საგრძნობი არის საერთოდ განულდეს. მე ეს დავალება მივიღე გუშინ გვიან ღამე და როგორც მოგახსენეთ, დილიდან უკვე დავიწყეთ შესრულების მექანიზმების გაწერა და ვფიქრობ, რომ ხვალ დღის პირველი ნახევრიდან უკვე დავიწყებთ ამის განხორიციელებას. ეს არის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი და ეს არის იმის ცალსახა დადასტურება, რომ საქართველოს მთავრობისთვის მართლაც პრიორიტეტული არის მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics