07:00 - 24 Mar, 2019
2019-01-11 08:53:57, 1430 ნახვა
მექსიკის საზღვართან ვიზიტისას ტრამპმა თქვა, რომ დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა, სადაც მესაზღვრეებსა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, თუ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით კონგრესთან შეთანხმებას ვერ შედგება, დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

ტრამპმა დასძინა, რომ მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების სრული უფლება აქვს.

„ახლა თუ კონგრესთან შეთანხმებას არ მივაღწევთ, დიდი ალბათობით ამას გავაკეთებ. ვერ წარმომიდგენია, რა მიზეზით არ უნდა გავაკეთო, რადგან ამის უფლება მაქვს. კანონი 100%-ით ჩემს მხარესაა. ასე რომ, ჩვენ უნდა შევძლოთ კონგრესთან შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics