11:41 - 21 Jan, 2019
2019-01-01 15:31:17, 630 ნახვა
როგორ შეხვდა მსოფლიო ახალ 2019 წელს - ვიდეო უკომენტაროდ

ავსტრალიაში ახალი 2019 წელი  იზეიმეს. თბილისის დროით 17:00 საათზე ტურისტები და ადგილობრივები სიდნეის ნავსადგურში შეიკრიბებნენ. დამდეგს ისინი გრანდიოზული ფეიერვერკით შეეგებნენ. თავარი ადგილი, რა თქმა უნდა, სიდნეის ოპერის თეატრია, რომელიც ზუსტად ღამის 12 საათზე საახალწლო ფოიერვერკით იფარება. აქვე ეწყობა საახალწლო ფესტივალი. ბარები და რესტორნები, მიმდებარე ტერიტორიის გარდა, საშუალო და დიდი ზომის გემებზეცაა განთავსებული. ახალი წლისთვის აქ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ჩამოდის.

სამოასა და ახალ ზელანდიაში უკვე ახალი წელია. 2019 წლის შემოსვლა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს. სანახაობა ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

მასშტაბური შოუსთვის მზადება ექვსი თვით ადრე დაიწყო. ოკლენდის ცათამბჯენსა და ხიდზე 500 კილოგრამამდე პიროტექტნიკა დამონტაჟდა. 

ნიუ-იორკში ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე თაიმს სქვერ #1-ის შენობის თავზე, იქ სადაც ბროლის ბურთია განთასებული, საპატიო სტუმრები შეიკრიბენ. The New York Times-ის, Washington Post-ის, ჟურნალ Time-ის, ტელეარხ CBS-ის, CNN-ის, ABC-ისა და FoxNews-ის ჟურნალისტები. მათ დააჭირეს ღილაკს, რომელიც ცნობილ ბროლის ბურთი აამოძრავა.
ნიუ იორკში დაგეგმილი ტრადიციული საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ჟურნალისტების მიწვევა თურქეთში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლული რეპორტიორის, ჯამალ ხაშოგის ხსოვნის საპატივსაცემოდ გადაწყდა.
ფოიერვერკის გაშვებისთანავე გაჟღერდა ფრენკ სინატრას უკვდავი სიმღერა "ნიუ-ორკი, ნიუ-ორკი"

 







სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics