11:44 - 21 Jan, 2019
2018-12-26 18:42:49, 753 ნახვა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიიის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს.

2018 წელს ქართულ კინოს 110 წლის იუბილეა. გამოფენა სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა.

ეროვნულ არქივში ქართული კინოს გადაღების ისტორიის ამსახველი საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა ინახება. მათგან გამოფენაზე წარმოდგენილია 1920-იან-1980-იან წლებში გადაღებული კინოფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი ფოტოები და  ქართული მხატვრული ფილმების აფიშები. ფილმებს შორისაა: „ჩემი ბებია", „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", „არდადეგები", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „პასტორალი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „ფეოლა", „მხიარული რომანი", „დღე უკანასკნელი, დღე პირველი", „ვერის უბნის მელოდიები" და სხვა.

დღესვე გაიმართა ამავე თემაზე შექმნილი ეროვნული არქივის 2019 წლის კალენდრების  პრეზენტაცია.

გამოფენა 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

 

 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics