2018-12-07 16:02:04, 232 ნახვა
2019 წლისთვის აჭარა 27 გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ბარსელონაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინა. „IBTM World”-ზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი. ბარსელონას საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც წელს 141 ქვეყნის 15 000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებებისა და კონფერენციების გამართვით. წელს, დეპარტამენტმა რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაუწია. მათ შორის იყო ისეთი მსხვილი და მნიშვნელოვანი გამოფენები, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, ლონდონის, მადრიდის, დუბაისა და თელავივის გამოფენები. 2019 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას 27-მდე საერთაშორისო გამოფენაზე გეგმავს.
(NS) |
![]() ![]() სებ-ი „თიბისი ბანკს“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებისთვის 2-თვიან ვადას აძლევს
მთავარი თემა
მომსახურების გაუარესების და ტარიფის ზრდის გამო ჯეოსელი აბონენტებს კარგავს
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
![]() შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა
|