სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
15:37 - 24 May, 2019
2018-12-07 15:47:51, 923 ნახვა
ადვოკატი - ხელისუფლებას მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდის გამოსაძიებლად 6 თვე განესაზღვრა

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დასვა კითხვები, რომ დაადგინოს ხელისუფლება, იყო თუ არა კავშირი მის გაყვანა-ზეწოლასა და  მის მიმართ არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებს შორის“, - ამის შესახებ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოსაძიებლად ევროსაბჭოს კომიტეტი ხელისუფლებას 6 თვიან ვადას აძლევს.

„როდესაც მოხდა მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, მასზე იძულება ამ პერიოდში არსებობდა სხვა სისხლის სამართლის საქმეები , მერაბიშვილს გახსოვთ და ვეუბნებოდით ამას საზოგადოებამ, მოსთხოვეს, რომ უნდა მიეცა წარმოუდგენელი ჩვენება, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა, სააკაშვილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე  და ზურაბ ჟვანიას საქმეზე და თუ ამას არ გააკეთებდა მოუწევდა ძალიან დიდ ხანს ციხეში ყოფნა. ზუსტად ამ ნაწილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დასვა კითხვები, რომ დაადგინოს ხელისუფლება, იყო თუ არა კავშირი მის გაყვანა-ზეწოლასა და  მის მიმართ არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებს შორის. პარალელურად, მოუწოდა ხელისუფლებას რომ მოახდინოს გამოძიება, დააიდენტიფიციროს ყველა ის პირი,  ვინც მონაწილეობდა მერაბიშვილის გაყვანის ღონისძიებაში, მასზე ზეწოლის განხორციელებაზე და მოახდინოს მათი პასუხისგებაში მიცემა. ამ ყველაფრისთვის მინისტრმა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას განუსაზღვრა მაქსიმუმ ექვსი თვე“, - განაცხადა ადვოკატმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics