08:06 - 13 Dec, 2018
2018-12-07 15:31:19, 215 ნახვა
„ომეგა ჯგუფი“ შემოსავლების სამსახურსა და კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ უჩივის

 „ომეგა ჯგუფს" დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორი კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს“, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ომეგა ჯგუფი“ მოითხოვს, შეწყდეს კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა საწარმომ მუშაობა გააგრძელოს.

ლევან აღდგომელაშვილის თქმით,  კომპანიამ აქციზური მარკებისთვის საჭირო ინვოისის მოთხოვნა 12 ნოემბერს დააფიქსირა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა, ხოლო რამდენიმე წერილზე პასუხი საერთოდ არ მიუღია.

 „ომეგა ჯგუფის მიერ 3,5 და 6 დეკემბერს განთავსებული შეკვეთიდან დღემდე არცერთი შეკვეთის დადასტურება არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის მიერ. ომეგა ჯგუფის საწარმოს მუშაობის პარალიზება არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება იმიტომ, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა, რაც გულისხმობდა უდანაშაულო ადამიანებისთვის ცილისწამებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში და საკუთარი ღირსების შემლახველი განცხადების გაკეთებას“,- განაცხადა აღდგომელაშვილმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics