08:05 - 13 Dec, 2018
2018-12-07 12:40:16, 224 ნახვა
ომბუდსმენი - ხორავას ქუჩის საქმეზე რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ომბუდსმენის ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია სიცოცხლის უფლებაზე და ქვეყანაში ამ კუთხით გამოვლენილ პრობლემებზე.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ორ კონკრეტულ საქმეზე. კერძოდ, სახალხოდამცველის შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმეზე რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, ხოლო პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე არაერთი თხოვნის მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ ეძლევა.

„სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე სახელმწიფოს ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. საქმის მასალების შესწავლის შედეგად კი სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. შედეგად, დღემდე ვერ ხერხდება დანაშაულის ჩამდენი ყველა შესაძლო პირის პასუხისგებაში მიცემა. ამასთანავე, წარმოჩინდა შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის ჩამდენ საჯარო მოხელეთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა, თუმცა, ამ თვალსაზრისით გამოძიება არ მიმდინარეობს, შიდა მოკვლევის შედეგები კი საზოგადოებისა და სახალხო დამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია. ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ გამოავლინა მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები საგამოძიებო სისტემაში, რომელიც საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას შესაბამისი რეფორმების გატარების გზით.

ზემოაღნიშნული საქმის გარდა, მნიშვნელოვანია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში სპეციალური ოპერაციის დროს გამოყენებული ძალის კანონიერების შესასწავლად მიმდინარე გამოძიების შედეგების გაცნობა საზოგადოებისთვის. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდგომ, საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დასრულება დაავალა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ძალის პროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება არ არის დასრულებული და სახალხო დამცველის აპარატს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ ეძლევა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics