08:04 - 13 Dec, 2018
2018-12-07 11:58:47, 808 ნახვა
უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი რუსი ჟურნალისტი არ შეუშვეს

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა, ჟურნალისტები ანასტასია დროზდოვა, ელენა ნიკოლაევა, იულია ნიკიტინა და ელენა ვლადიკინა უკრაინისთვის არასასურველ პერსონებად გამოაცხადა.

ჟურნალისტებს საზღვარზე დამატებით არაფერი აუხსნეს და განუცხადეს, რომ ოფიციალური კიევისთვის ისინი არასასურველი სტუმრები არიან. 

26 ნოემბერს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვეს 70 რუსეთის მოქალაქე მათ შორის, რუსი უფლებადამცველი რომან უდოტუ. 

შეგახსენებთ, საომარი მდგომარეობის პერიოდში 16-დან 60-წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის უფროსის პეტრ ციგიკალის განცხადებით, მისი უწყება საბრძოლო მზადყოფნის პირველ დონეზეა გადაყვანილი, ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის გასწვრივ საზღვარს კი, გაძლიერებულად იცავენ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics