08:05 - 13 Dec, 2018
2018-12-07 12:00:40, 244 ნახვა
გიორგი ვაშაძე: გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება

 „გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით არიან დაკავებულები, რომლებიც ჩიხიდან და კრიზისიდან გამოსვლისთვის ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარს ამბობენ, ვფიქრობ, აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი იქნება, რომ გრიგოლ ვაშაძე ინაუგურაციას არ დაესწროს. მითუმეტეს, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ დესტრუქციულად და არაკონსტრუქციულად „ქართული ოცნება“ იქცევა. ეს 2012 წლიდან მოყოლებული მათი სტანდარტი იყო და დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ეს სტანდარტი მალე დასრულდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „თუკი პრეზიდენტად აღიარებს, გრიგოლ ვაშაძეს  ინაუგურაციაზე მიიწვევს“.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics