07:35 - 18 Jan, 2019
2018-10-19 13:39:02, 953 ნახვა
ნინო წილოსანი: ოკუპანტის ერთგულ მსახურს უნდა ვარჩიოთ ეროვნული ღირებულებებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი

„სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი. ზოგიერთი კანდიდატისა თუ პარტიული ძალის მცდელობა, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, დაპირიპირება, შანტაჟი და შიში, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვებრძოდით, გვტკიოდა უნდა დასრულდეს. ჩვენ უფლება არ გვაქვს უკან დავბრუნდეთ. ჩვენ მხოლოდ წინსვლაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. ამიტომ, ჩვენი არჩევანი ძალიან მარტივია, სიბნელეს უნდა ვარჩიოთ ნათელი სახე, ოკუპანტის ერთგულ მსახურს, როგორებიც ზოგიერთი ოპონენტები არიან, უნდა ვარჩიოთ ეროვნული ღირებულებებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, ისეთი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია. ძალადობას და არეულობას უნდა ვარჩიოთ სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი!“

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს წევრმა ნინო წილოსანმა აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics